Georgia Press

SUD LISBOA: ელეგანტურობის, ინოვაციისა და ფუფუნების იდეალური ნაზავი

ევროპის სანაპიროებზე გასეირნებას ხომ არ გეგმავთ? თუ ასეა, თქვენს სამოგზაურო რუკაზე პორტუგალია აუცილებლად უნდა მონიშნოთ. 

 

ბოლო პერიოდში, ტურისტების ერთ-ერთ საყვარელ მიმართულებად ლისაბონი იქცა. ეს გასაკვირი არც არის, რადგან ამ ქალაქის კლიმატი, სანაპირო ზოლი, პორტუგალიის მდიდარი კულტურა და გასაოცარი პეიზაჟები ნამდვილ საოცნებო მოგზაურობას გვპირდება. 

 

SUD Lisboa, ასე ჰქვია SANA Hotels პროექტის ზღვისპირა ნაწილს, რომელიც Belém-ის ისტორიულ უბანში, მდინარე ტეჟუს სანაპიროზე მდებარეობს. ის ქალაქის სამ ღირსშესანიშნაობას, SUD Lisboa Terrazza-ს, SUD Lisboa Hall-სა და SUD Pool Lounge-ს აერთიანებს. SUD Lisboa-დან ინჟინერიის საოცრება, 25 de Abril-ის ხიდზე თვალწარმტაცი ხედიც იშლება. 

 

SUD Lisboa ანტუან პინტოს არქიტექტურული შემოქმედებაა და ელეგანტურობისა და ინოვაციის იდეალურ ნაზავს განასახიერებს. ეს განსაკუთრებით აშკარად Terrazza და Lisboa Hall-ის დიზაინში იკვეთება. ქართველების სტუმრობა, SUD Lisboa-სთვის კიდევ უფრო განსაკუთრებულია, რადგან SANA Group Hotels-ის ბიზნეს განვითარების დირექტორი წარმატებული ქართველი სალომე გორგილაძეა. მისი კარიერა SANA Group-ში SUD Lisboa-თი დაიწყო, რადგან თავად გახლავთ ამ სივრცის იდეისა და პროექტის ავტორი.  

 

SUD Lisboa Terrazza-იდან განსაცვიფრებელი პანორამული ხედები იშლება. შეგიძლიათ ტერასაზე დააგემოვნოთ შეფ-მზარეულის, პატრიკ ლეფევრის მიერ შედგენილი მენიუ, რომელიც საფირმო კოქტეილებითა და მსოფლიოში ცნობილი, ხმელთაშუა ზღვის სამზარეულოს კერძებით გამოირჩევა, თანაც იტალიურ გემოებსაც გვთავაზობს. ტერასა იდეალური დანიშნულების ადგილია, თუ გემრიელ კერძებთან ერთად გართობა და დროის სასიამოვნოდ გატარება გსურთ.

 

სამი ღირსშესანიშნაობიდან ერთ-ერთი SUD Lisboa Hall-ია. SUD Lisboa-ს სტატუსს SUD Lisboa Hall კიდევ უფრო მაღლა სწევს. ეს ადგილი უკვე გახდა მსოფლიოს დიდი კომპანიებისთვის მიმზიდველი, რადგან მათ კორპორაციული საღამოებისა და სხვა ღონისძიებებისთვის დახვეწილ გარემოსა და მაღალი ხარისხის მომსახურებას სთავაზობს. ასე რომ, SUD Lisboa არა მხოლოდ ტურისტებისთვის, არამედ ადგილობრივ და საერთაშორისო პროფესიულ წრეებშიც პოპულარული ადგილია. 1,683 კვადრატულ მეტრ ფართობზე, ორ სართულზე გაშლილი სივრცე, 1,700-მდე სტუმარს მასპინძლობს. გამომდინარე იქიდან, რომ გარემო ძალიან მომხიბლავი და მდიდრულია, პრესტიჟული ღონისძიებების ორგანიზატორების ყურადღებას მაშინვე იპყრობს. ამ ყველაფერს კი ემატება გასაოცარი შეფ-მზარეული ანჯელ რეიესი და მისი პროფესიონალთა გუნდი, რომელიც კულინარიულ სასწაულებს ქმნის.

 

SUD Lisboa Hall-ში უკვე უმასპინძლეს პორტუგალიის ერთ-ერთი უდიდესი საათების კომპანიის, OMEGA-ს, გახსნით საღამოს, 2020 წლის სპორტული დღესასწაულის, პორტუგალიის Grand Prix-ის, HBO-სა თუ E! Channel Entertainment-ის ღონისძიებებს. SUD Lisboa Hall-ში გამართულ საღამოებს ისეთი ცნობილი ადამიანები ესწრებიან, როგორიცაა სიდნი კროუფორდი, მადონა, მაიკლ ფასბინდერი, ვალენტინო, მონიკა ბელუჩი, The Gipsy Kings, Julio Iglesias Jr.

 

SUD Lisboa ლისაბონის ცხელი დღეებისგან თავშესაფარსა და ქალაქის დათვალიერების შემდეგ, იდეალურ დასასვენებელ ადგილსაც გვთავაზობს. SUD Pool Lounge, რომელიც Terrazza-ს სახურავზე მდებარეობს მდინარე ტეჟუს გადაჰყურებს. აუზში შეცურვისას კი ისეთი შეგრძნება დაგრჩებათ, თითქოს სადაცაა მდინარის დინებას უნდა შეუერთდეთ. აუზთან, ბარში გემრიელი სასმელები და ცოცხალი მუსიკაც დაგხვდებათ. ელექტრონული მუსიკის მოყვარულებისთვის კი, DJ საღამოს 6 საათიდან შუაღამემდე დაუკრავს. 

 

font: The Diary