მზის სხივებით მოცული ვიწრო ქუჩები, ავთენტიკური მელოდიები, სხვა ქარიზმა, ცხოვრების სხვა რიტმი, სიცოცხლის წყურვილი, სიხარულის ემოციები, შთამბეჭდავი არქიტექტურა – ლისაბონი, ადგილი, სადაც ყველაფერი ცოცხალია, ქალაქი, რომელიც შეგიყვარებს.
პორტუგალია ის ქვეყანაა, რომელიც თუ ჯერ არ გინახავთ, აუცილებლად უნდა შეიყვანოთ სამოგზაურო ქვეყნების სიაში, „ნარგისი“ კი გირჩევთ, აუცილებლად სანახავ ადგილებს ლისაბონში, იმისთვის, რომ მოგზაურობა ცხოვრების კიდევ უფრო გამორჩეულ გამოცდილებად გექცეთ
პორტუგალიის სამკაული – Sana Hotels
მისი შემქმნელები ოცნებოდნენ, რომ პორტუგალიური სტუმართმოყვარეობის ახალი განმსაზღვრელები ყოფილიყვნენ. ოცნება რეალობად იქცა. Sana Hotels-მა მთელი პორტუგალიის მასშტაბით შექმნა არაერთი შთამბეჭდავი ადგილი განტვირთვისა და დასვენებისთვის.
SUD Lisboa – მოგზაურების სამოთხე
აქ აწმყო სრულყოფილად ერწყმის წარსულს და ქმნის რაღაც სხვაგვარს, ზღაპრულს, დაუვიწყარს, ქმნის შთაბეჭდილებებს, რომელიც არასდროს წაიშლება თქვენი გონებიდან, რომელიც კიდევ ბევრჯერ მოგანდომებთ აქ დაბრუნებას და ხმელთაშუა ზღვის გემოს შეგრძნებას.
Sud Lisboa ლისაბონის ხელუხლებელ სილამაზეს, ეკლექტიკურ კულტურას, საკულტო სამზარეულოსა და ცხოვრების წესს სრულყოფილად გადმოსცემს. მდინარე ტაგუსის მშვიდი დინების ფონზე აქ განსაკუთრებული, ატმოსფერული გარემოა ცხოვრებით ტკბობისთვის, ბედნიერი დღეების შესაგრძნობად. იშლება შთამბეჭდავი პანორამული ხედები.
მაგრამ ეს ადგილი მხოლოდ ამით არ „გაცდუნებთ“ – თუკი შესაძლებელია, რომ ქალაქს გემო ჰქონდეს, ლისაბონის ნამდვილ გემოს SUD Lisboa-ში შეიგრძნობთ, რადგან დაგხვდებათ უგემრიელესი სამზარეულო, განსაკუთრებული და დაუვიწყარი გემოები.
დატკბებით ტერასიდან გადაშლილი ხედებით, ექსკლუზიური სილამაზით, აუზით. გარდა ამისა, აქ არის Sud Lisboa hall, სადაც შესაძლებელია კორპორატიული წვეულებების, ქორწილების გამართვა. დახვეწილი გარემო, მდიდრული სივრცეები კი დაუვიწყარ შთაბეჭდილებებს შეგიქმნით.
EPIC SANA Marquês Hotel არის Sana Hotels-ის ნაწილი და გასაკვირი არ არის, რომ იდეალურად წარმოაჩენს Sana Hotels-ის კონცეფციას, რაც ნიშნავს, რომ გამორჩეულია განსაკუთრებული, ელეგანტური ინტერიერით, მდიდრული ოთახებით.
აქვს ტერასა შთამბეჭდავი ხედებით და მდებარეობს ლისაბონის ტურისტულად მნიშვნელოვან ნაწილში – კულტურულ და ისტორიულ ცენტრებთან, ულამაზეს ტროპიკულ პარკებთან ახლოს. აქ დაგხვდებათ დიდი აუზი, რომანტიკული ხედით.
– ვერსად შეიგრძნობთ პორტუგალიურ ცხოვრების სტილსა და რიტმებს ისე, როგორც აქ. ეს ის ადგილია რომელიც იმედგაცრუებულს არ დაგტოვებთ.
და რა თქმა უნდა, SAYANNA WELLNESS & SPA-ში სტუმრობის გარეშე ეს ადგილი არ უნდა დატოვოთ. სპა მდებარეობს სასტუმრო EPIC SANA Marquês-სთან.
EVOLUTION CASCAIS-ESTORIL HOTEL
პორტუგალიის რივიერაზე მდებარე ეს შთაბეჭდავი სასტუმრო საუკეთესო მასპინძლობას გაგიწევთ. ის დამსვენებელს ტრენდული ცხოვრების სტილს სთავაზობს. ESTORIL HOTEL არა მხოლოდ უცხოელი სტუმრებისთვის, არამედ ადგილობრივებისთვისაც მიმზიდველი ადგილია.
აქ არის სრულყოფილი კომბინაცია სასტუმროსა და ღია სამუშაო სივრცის, ექსკლუზიური ადგილები შეხვედრებისთვის, ღონისძიებებისთვის, განთავსებულია რესტორნები, ბარები, კონცეპტუალური კულინარიული სივრცეები, გასართობი სივრცეები.
ენერგიული, თანამედროვე, კოსმოპოლიტური ცხოვრების სტილისა და შინაური ცხოველების მიმართ მეგობრული სასტუმროს კონცეფცია არის ის, რაც გხიბლავთ. აქ მისვლისთანავე იგრძნობთ ცოცხალ და სადღესასწაულო ატმოსფეროს.
font: Nargis Magazine